ახალი ამბები
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის წარმომადგენლებმა თარიღი სიმბოლურად აღნიშნეს. ისინი ესტუმრნენ საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ და ბენეფიციარებს ტკბილეული გადასცეს.
ღონისძიება დაგეგმილი იყო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.
ბავშვთა დაცვის დღეს 1 ივნისს მსოფლიოში 1950 წლიდან აღნიშნავენ.
საინფორმაციო ტური TV 25-ში

2023 წლის 31 მაისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტები სტუმრობდნენ აჭარაში მოქმედ რეგიონულ მაუწყებელს, TV 25-ს. სტუდენტებმა დაათვალიერეს ტელევიზია, გაეცნენ ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.
სტუდენტების კითხვებს პასუხობდა TV25-ის ჟურნალისტი, ნინია მესხიძე.
ექსკურსია სამეგრელოში

2023 წლის 27 მაისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული სტუდენტები ექსკურსიით სამეგრელოში იმყოფებოდნენ. სტუდენტებმა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს დადიანების სასახლე და ეწვივნენ ნოქალაქევის კომპლექსს, სადაც მოინახულეს ციხე-გოჯი, ასევე იმყოფებოდნენ მარტვილის კანიონზე. ექსკურსია მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკისა და კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე 22.05.2023

2023 წლის 22 მაისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის X-XI კლასის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
ვიზიტის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის პერსონალმა მოსწავლეებს ბოტანიკურ ბაღში არსებული სხვადასხვა კლიმატური სარტყელის ბიომრავალფეროვნებების შესახებ გააცნო ინფორმაცია.
ბიომრავალფეროვნების დღე გაეროს ეგიდით საერთაშორისო თარიღადაა გამოცხადებული და მიზნად ისახავს
ინფორმაცია 2023 წლის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის 22.05.2023

ინფორმაცია 2023 წლის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის, ვინც სწავლის გაგრძელებას გეგმავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე!
განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვინც წელს დაამთავრეთ სკოლა და სწავლის გაგრძელება გსურთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მიმდინარე კვირაში რეგისტრაციის შემთხვევაში, ცენტრი იღებს ვალდებულებას, რომ მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს.













