ახალი ამბები
სახანძრო უსაფრთხოების სწავლება მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში

2023 წლის 22 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში სახანძრო უსაფრთხოების სწავლება გაიმართა.
პრაქტიკული სწავლება მოიცავდა საგანგებო სიტუაციების დროს საევაკუაციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, პერსონალისთვის მოვალეობებისა და დავალებების გადანაწილებას, ასევე ცეცხლმაქრების სახეობების გაცნობასა და მათი გამოყენების მეთოდების შესწავლას.
მახინჯაურის საზღვაო
ვახტანგ ბაძაღუას ახალი სასწავლო რესურსების: " მათემატიკა ელექტრიკებისათვის" და "რაოდენობრივი წიგნიერების " პრეზენტაცია

2023 წლის 22 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართა ვახტანგ ბაძაღუას ახალი სასწავლო რესურსების: " მათემატიკა ელექტრიკებისათვის" და "რაოდენობრივი წიგნიერების " პრეზენტაცია.
პრეზენტაციისას ავტორმა დაწვრილებით ისაუბრა რიდერის შინაარსა და მნიშვნელობაზე.
სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი სამეცნიერო პიკნიკზე წარსდგა.
ღონისძიება სახელწოდებით „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა.
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში
წიგნის პრეზენტაცია

2023 წლის 22 სექტემბერს, 13 საათზე, ბიბლიოთეკაში გაიმართება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორის, ვახტანგ ბაძაღუას ახალი სასწავლო რესურსის " მათემატიკა ელექტრიკოსებისათვის" პრეზენტაცია.
წიგნი მნიშვნელოვანი წყარო იქნება პროფესიული დეპარტამენტის სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის.
პრეზენტაციაზე დასწრება სავალდებულოა როგორც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული დეპარტამენტის, ასევე მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პერსონალისათვის.
შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან

2023 წლის 28 სექტემბერს, 15 საათზე, ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან. ამასთანავე მოხდება გამომცემლობა „ინტელექტის“მიერ გამოცემული ახალი მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა.
შეხვედრის ორგანიზატორი ლიცეუმის ბიბლიოთეკა და გამომცემლობა „ინტელექტია“.













