ახალი ამბები
საგანმანათლებლო კვირეული 25.10.2023

2023 წლის 25 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრმდე მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის ინტეგრირებულ კათედრაზე , საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ქართულ ენისა და უცხოენების კათედრების ერთობლივი შეთანხმებით ტარდება საგანმანათლებლო კვირეული, რომელიც ეძღვნება შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს. კვირეული ტარდება სასკოლო პროექტის ფარგლებში (ხელ.ს.ნემსაძე)
ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 31.10.2023

2023 წლის 31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა.
სტუდენტებმა აკადემიურ პერსონალთან ერთად წარმოადგინეს პრეზენტაციები შავი ზღვის თემატიკასთან დაკავშირებით.
განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ზღვა და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ განვითარებაში, ზღვის ეკოლოგიური მდგომარება და საერთაშორისო კონვენციები
პრეზენტაცია: თემაზე: “არა ძალადობას” 20.10.2023

2023 წლის 20 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში სამოქალაქო პროექტის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია: თემაზე: “არა ძალადობას”.
შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო პროექტის ფარგლებში და მას ორგანიზებას უწევდა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სოფიო ნემსაძე.
ექვსკურსია სამცხე-ჯავახეთში 14.10.2023

2023 წლის 14-15 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეები ექვსკურსიით სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა რაბათის ციხე, ვარძია და ეკლესია-მონასტრები მოინახულეს.
სასკოლო პროექტი “მწვანე მომავლი”

2023 წლის 13 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსაწავლეები, სასკოლო პროექტ “მწვანე მომავლის” ფარგლებში იმყოფებოდნენ მტირალას ეროვნულ პარკში, სადაც გაიმართა შეხვერდა პარკის ადმინისტრაციასთან.
შეხვედრის მიზანი იყო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეებში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება.













