
2023 წლის 9 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით, „ხსნარების თვისებები და მისი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისათვის“ .
ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩაატარეს საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებათა კათედრის წევრებმა, ეთერ შავაძემ და რუსუდან წულუკიძემ.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა მრავალფეროვანი რესურსების დახმარებით გაიღრმავეს ცოდნა ხსნარების შესახებ. ჩაატარეს ექსპერიმენტები ელემენტთა და ნაერთთა თვისებების შესწავლის საფუძველზე.













