LICEUMI ENsaswavloprocesiliceumi22
LICEUM ENnormatiuliliceumi22
LICEUMI EENavtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22
 
 
 

 

 

Useful links

LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
LICEUuMIi MES   LICEUMIi MTA
     
LICEUMI NAEC   BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    

 

PROFESIULI GANMAXORCIELEBLEBI23 24 9

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითრების ქვეპროგრამის მხარდაჭერით , პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარებული ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ოთარ ცინცაძე დაესწრო.
ტრენინგის ფარგლებში, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა და წინ უძღვოდა შემაჯამებელ შეხვედრას, ყურადღება გამახვილდა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებზე, არსებულ სამართლებრივ პროცესებსა და რეგულაციებზე, ასევე, ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებსა და ინტეგრირებული EQAVET ინდიკატორების საშუალებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძემ.
ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, სადაც ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირებმა იმსჯელეს განვლილი ტრენინგის თემატიკებთან მიმართებით და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელ პირებს, ტრენინგის წარმატებით გავლის სერტიფიკატები გადაეცათ.
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-1
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-2
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-3
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-4
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-5
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-6
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-7
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-8
PROFESIULI-GANMAXORCIELEBLEBI23-24-9

© 2016 Makhinjauri  Maritime Lyceum LLC

Created by: GmmStudio   The old version of the website

The site was last updated:04.04.26.