
2023 წლის 25 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრმდე მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის ინტეგრირებულ კათედრაზე , საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ქართულ ენისა და უცხოენების კათედრების ერთობლივი შეთანხმებით ტარდება საგანმანათლებლო კვირეული, რომელიც ეძღვნება შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს. კვირეული ტარდება სასკოლო პროექტის ფარგლებში (ხელ.ს.ნემსაძე) კვირეულის მიზანი-მოსწავლეები გაეცნონ შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიერ შექმნილი ორგანიზაცია - ბისეკი -ის ჩამოყალიბების აუცილებლობასა და მუშაობის პრინციპებს. მოამზადებენ პრეზენტაციებსა და თემატურ მოხსენებებს შავი ზღვის თემაზე, ასევე მიიღებენ მონაწილეობას ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებაში.
კვირეულისფარგლებში, სკოლაშიგაიმართა გამოფენები, ვიქტორინები, პრეზენტაციები და დასუფთავების აქციები.
აღნიშნული ეკოაქტივობები მიზნად ისახავს მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებას და მათ აქტიურ ჩართვას გარემოს დაცვით აქტივობებში
კვირეულის გეგმა:
1. 25 ოქტომბერი - კვირეულის გახსნა.
ა) პრეზენტაცია ,, შავი ზღვის ქიმიურ შემადგენლობა და მისი ეკოლოგიური პრობლემები
მასწავლებელი ე.შავაძე
ბ) ვიქტორინა ,,კითხვები და პასუხები“
გ) გამოფენა 5 საინტერესო ფაქტი შავ ზღვაზე
მასწავლებელი მ.აბულაძე
X --XIІ კლასის მოსწავლეები
2. 26.10.23 მოსწავლეების მიერ მომზადებული მოხსენებების და პრეზენტაციის მოსმენა
მასწავლებელი ი.ვერულიძე
მოსწავლეები: კვაჭაძე თემური,
ქარჩავა მათე
X --XIІ კლასის მოსწავლეები
3. 27ოქტომბერი - საჯარო ლექცია: ,,შავი ზღვის როლი ტრანსკონტინენტურ სავაჭრო-საქარავნო გზებში“,
ისტორიის პედაგოგი ნ.სამხარაძე.
მასწავლებელი: ნ.სამხარაძე
X --XIІ კლასის მოსწავლეები
4. 30.10.23 ,,პრეზენტაცია შავი ზღვის თავისებურებები“
მასწავლებელი მ.აბულაძე
ბნსუ-ს პირველი კურსის სტუდენტები
X --XIІ კლასის მოსწავლეები
5. 31. ოქტომბერი კვირეულის დახურვა- სასწავლებლის მოპირდაპირედ ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება კლასის ხელმძღვანელი გ.ბერიძე
პროექტის ხელმძღვანელი ს.ნემსაძე
მასწავლებელი ე.შავაძე
X --XIІ კლასის მოსწავლეები












