
2023 წლის 31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა.
სტუდენტებმა აკადემიურ პერსონალთან ერთად წარმოადგინეს პრეზენტაციები შავი ზღვის თემატიკასთან დაკავშირებით.
განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ზღვა და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ განვითარებაში, ზღვის ეკოლოგიური მდგომარება და საერთაშორისო კონვენციები ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.












