
2023 წლის 22 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში სახანძრო უსაფრთხოების სწავლება გაიმართა.
პრაქტიკული სწავლება მოიცავდა საგანგებო სიტუაციების დროს საევაკუაციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, პერსონალისთვის მოვალეობებისა და დავალებების გადანაწილებას, ასევე ცეცხლმაქრების სახეობების გაცნობასა და მათი გამოყენების მეთოდების შესწავლას.
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პერსონალსა და მოსწავლეებს ჩაუტარდათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
სახანძრო უსაფრთხოების სწავლება მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის შრომის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.












