LICEUMI ENsaswavloprocesiliceumi22
LICEUM ENnormatiuliliceumi22
LICEUMI EENavtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22
 
 
 

 

 

Useful links

LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
LICEUuMIi MES   LICEUMIi MTA
     
LICEUMI NAEC   BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    

 

LURJIPOLITIKA 10

 მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი სამეცნიერო პიკნიკზე წარსდგა.
ღონისძიება სახელწოდებით „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა.
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია, გამოფენები, კონფერენცია, ვორკშოპები, შემეცნებითი ვიქტორინები, ექსპერიმენტები მოსწავლეებისათვის და სხვა აქტივობები.
ღია ცის ქვეშ სამეცნიერო პავილიონების გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. წარმოადგინეს შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, სახალისო აქტივობები მოსწავლეებისათვის, გამოფენები, ვიქტორინები და სხვა.
ღონისძიება მოიცავდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II“ და სამეცნიერო პავილიონების გამოფენას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართალის და სხვა მიმართულებით.
LURJIPOLITIKA-2
LURJIPOLITIKA-1
LURJIPOLITIKA-3
LURJIPOLITIKA-4
LURJIPOLITIKA-6
LURJIPOLITIKA-5
LURJIPOLITIKA-7
LURJIPOLITIKA-8
LURJIPOLITIKA-9
LURJIPOLITIKA-11
LURJIPOLITIKA-12

© 2016 Makhinjauri  Maritime Lyceum LLC

Created by: GmmStudio   The old version of the website

The site was last updated:04.04.26.