2025 წლის 27 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენფოტოგამოფენას ,,პირველი მეზღვაური ქალები აჭარიდან“, რომელიცაჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართა.
ფოტოგამოფენა მიეძღვნა საქართველოს საზღვაო ისტორიაში პირველ ქალ მეზღვაურებს — ნინო კალანდაძეს, ვაიდე გვარიშვილს, იულია ფაილოძეს და შუშანა თუმანიშვილს.
დამსწრეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა ენახათ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის არქივში დაცული უნიკალური ფოტომასალა: იშვიათი ფოტოები ბათუმის საზღვაო ტექნიკუმიდან, 1930-იანი წლების ჯგუფური პორტრეტები და სამუშაო მომენტების ამსახველი კადრები გემზე.












