2025 წლის 7 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები დენდროლოგიურ პარკს ეწვივნენ.
ვიზიტი მიზნად ისახავდა ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემებზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრებასა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდას.
ბუნებრივ გარემოში მიღებული გამოცდილება ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის განვითარებას – როდესაც სწავლებას უშუალო დაკვირვება და ემოციური ჩართულობა ერთიანდება, ცოდნა ღირებულებად იქცევა.
აღნიშნული აქტივობასაზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით განხორციელდა.












