2025 წლის 3 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს შეხვდა წიგნის კლუბის დამაარსებელი, მარი კორინთელი, რომელმაც ლიტერატურის წარმოშობაზე, მის გავლენასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასევე აღნიშნა, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებისა და სამყაროს შეცნობის საშუალებაა, არამედ პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნებისა და ემოციური ინტელექტის ფორმირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც.
„თქვენს ასაკში, როცა ბევრი კითხვა გაქვთ და ყველაზე პასუხი ჯერ არ გეცოდინებათ, მე გირჩევთ რომ იკითხოთ განურჩევლად ყველაფერი, რადგან სწორედ ეს ‘განურჩეველი’ კითხვა გასწავლით, როგორ ამოარჩიოთ და შეაფასოთ კარგი ლიტერატურა“ - ურჩია ქალბატონმა მარიმ დამსწრეებს.












