
2024 წლის 7 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიცეუმის მოსწავლეებმა.
ახალგაზრდებმა წაიკითხეს რჩეული წიგნებიდან ფრაგმენტები. ღონისძიებას დაესწრო ლიცეუმის პერსონალი.
პარალელურად მოეწყო გია მურღულიას წიგნის „ცხრის ნახევარზე“ პრეზენტაცია.
შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ანჟელა ჯაყელის ორგანიზებით მოეწყო.












