ახალი ამბები
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება „ლიტერატურული სალონი“ 19.04.2024

საჯარო ლექცია თემაზე „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები 18.04.2024

2024 წლის 18 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები.
ლექციას უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, მზია ხახუტაიშვილი, რომელმაც არაოფიციალური ქართული დედაბრული ხელნაწერები მიმოიხილა და მისი ჩამოყალიბების მიზეზებზე ისაუბრა.
ლექციას ლიცეუმის მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. ლექციის ბოლოს
საჯარო ლექცია თემაზე „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები 18.04.2024

2024 წლის 18 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები.
ლექციას უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, მზია ხახუტაიშვილი, რომელმაც არაოფიციალური ქართული დედაბრული ხელნაწერები მიმოიხილა და მისი ჩამოყალიბების მიზეზებზე ისაუბრა.
ლექციას ლიცეუმის მოსწავლეები, სტუდენტები
საჯარო ლექცია თემაზე „ ქართული, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა“ 17.04.2024

2024 წლის 17 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ ქართული, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა“.
ლექციას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ანჟელა ჯაყელი უძღვებოდა, რომელმაც ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსზე, ქართული ენის გენეალოგიასა და ისტორიაზე, განვითარების ეტაპებსა და პერიოდიზაციაზე ისაუბრა.
ლექციის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გავრცელებულ დიალექტებს, იუნესკოს მიერ ქართული ენის სამი სახის ანბანის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას.
კლას-საათი თემაზე "ადამიანის უფლებები, საჯარო ინფორმაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა“ 08.04.2024

2024 წლის 8 აპრილს, ლიცეუმის მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის კლას-საათი ჩატარდა, თემაზე "ადამიანის უფლებები, საჯარო ინფორმაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა“. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ დისკუსიაში და ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს შესაბამისი მუხლები კონსტიტუციიდან და ასევე გაეროს ''ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან''.მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს საჯარო ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობას და ამ მიმართებით, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.













