ახალი ამბები
სტუდფესტი 2024

6 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეები მოხალისეობრივ პროექტში ჩაერთნენ, რომელიც "სტუდფესტი 2024"-ის ფარგლებში,
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.
პროექტი „მომავლის ტალღა - აჩუქე ზღვას ახალი სიცოცხლე“, რომელიც ბნსუ-ს სტუდენტებმა წარადგინეს, სანაპირო ზოლის დასუფთავებასა და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ კამპანიას მოიცავდა.
სტუდფესტი / Studfest 2024 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის
ექსკურსია ყაზბეგში

8-9 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის XI კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ორი დღის განმავლობაში მათ მოინახულეს ყაზბეგის ბუნება, კულტურული ძეგლები, გერგეტის სამება, გველეთის ჩანჩქერი, დარიალის სამონასტრო კომპლექსი და სნოს ციხე.
ექსკურსია კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის ფარგლებში, ლიცეუმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო.
ლექცია თემაზე „საქართველოს ეროვნული დღესასწაული - 26 მაისი“ 27.05.2024

2024 წლის 27 მაისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე „საქართველოს ეროვნული დღესასწაული - 26 მაისი“.
ლექცია მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარიმართა. მათ ხაზი გაუსვეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მნიშვნელობას.
ლექცია-სემინარი თემაზე „ემოციების მართვა მოზარდების ცხოვრებაში“ 21.05.2024

2024 წლის 21 მაისს, გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე „ემოციების მართვა მოზარდების ცხოვრებაში“, რომელსაც ფსიქოლოგი, თეონა გოგიაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებას ლიცეუმის მოსწავლეები/პროფესიული სტუდენტები, მასწავლებლები და პროფესიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ლექცია-სემინარი დამსწრეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველთათვის
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციას 19 მაისის ჩათვლით შეძლებთ
ჩვენთან ისწავლით:
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური (მატროსი)
გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური (მოტორისტი)
საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა (ელექტრიკოსი)













