ახალი ამბები
მოსწავლეების პრეზენტაცია დავითობის აღსანიშნავად
2025 წლის 10 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს – „დავითობას“,მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები ჩაატარეს.
მათ გააცოცხლეს მეფის დიდებული ღვაწლი, ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა და გამარჯვება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდგორის ბრძოლას, რომელიც საქართველოს ძლიერების სიმბოლოდ იქცა. მოსწავლეების პრეზენტაციებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დავით აღმაშენებლის მნიშვნელობას ქვეყნის ისტორიაში.
აღნიშნული ღონისძიება
საჯარო ლექცია-პრეზენტაცია „ჭარბტენიანი ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა“
2 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლის, მათე ქარჩავას საჯარო ლექცია-პრეზენტაცია თემაზე: „ჭარბტენიანი ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა“.
აღნიშნული ღონისძიება გეოგრაფიის მასწავლებლის, სოფიო ნემსაძის ორგანიზებით ჩატარდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე
2025 წლის 3 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს შეხვდა წიგნის კლუბის დამაარსებელი, მარი კორინთელი, რომელმაც ლიტერატურის წარმოშობაზე, მის გავლენასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასევე აღნიშნა, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებისა და სამყაროს შეცნობის საშუალებაა, არამედ პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნებისა
ვიზიტი ბათუმის ციფრულ სივრცეში
2025 წლის 29 იანვარს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები ბათუმის ციფრულ სივრცეს ეწვივნენ და ციფრულ გამოფენას - „ხელოვნების ეპოქა“ დაესწრნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სალვადორ დალის, გუსტავ კლიმტის, რენე მაგრიტის, ფრიდა კალოს, სანდრო ბოტიჩელის ციფრული ნახატები ვიზუალური და აუდიო ეფექტებით.
ნინოობის აღნიშვნა
27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებიდა პროფესიულისტუდენტებიბათუმის სამების ტაძარსადა დედათა მონასტერს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ნინოობასთან დაკავშირებით. დღესასწაული, რომელიც წმინდა ნინოს ხსენებას ეძღვნება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის კულტურულ და სულიერ ცხოვრებაში. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად.
აღნიშნულ აქტივობა დაგეგმა













