
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ლიცეუმის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებული კათედრის მიერ იყო ორგანიზებული.
დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ. ასევე განსხვავებულია მისი დაწესების ისტორია.
„დედის დღის" სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს.
საქართველოში დედის დღე 3 მარტია. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.













