2025 წლის 26 სექტემბერს, ბნუ-ს სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელმა, თინათინ სამსონიამ, მონაწილეობა მიიღო ტრენინგში „როგორ დავნერგოთ CRM და ERP სისტემები ბიზნესში“.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და განვითარების პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.
კურსის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები:
• CRM და ERP სისტემების მნიშვნელობა, მიზნები და სარგებელი;
• სხვადასხვა სისტემის ფუნქციონალისა და ღირებულების შედარება;
• CRM და ERP სისტემების დანერგვის რისკები და გამოწვევები;
• ცვლილებების მენეჯმენტის პრაქტიკული გამოყენება ERP სისტემებში;
• ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე ოპტიმალური სისტემის შერჩევის სტრატეგიები.
ტრენინგი „აწარმოე საქართველოში“ მხარდაწერით BDO აკადემიამ განახორციელა.













