ხარისხის შესახებ
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლის საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებელი განვითარებისა და საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენს. უზრუნველყოფს და ახორციელებს სკოლის საგანმანათლებლო პროცესების ეფექტიან მართვას, სწავლების ხარისხის პერიოდულ მონიტორინგს და სკოლის თვითშეფასების პროცესის კოორდინაციას. აგრეთვე, აფასებს მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა აკადემიურ მიღწევებს, ზედამხედველობს შიდა რეგულაციების შესაბამისობას და მასწავლებლებს/პროფესიული განათლების მასწავლებლებს უწევს პროფესიულ მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის უწყვეტ განვითარებასა და ხარისხიან განათლებას.













