2026 წლის 7 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მათ დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც შრომითი პროცესები წარმოდგენილი იყო შესაბამისი დარგებისთვის დამახასიათებელი სამოსით შემოსილი მანეკენების, სამუშაო გარემოსა და იარაღ-ინვენტარის გამოყენებით. ექსპოზიცია ვიზუალურად და თვალსაჩინოდ ასახავდა ტრადიციულ საქმიანობებს, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა უკეთ გაცნობოდნენ აჭარული ყოფის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებს.
ეთნოგრაფიული მუზეუმი ბათუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა და განსაკუთრებულ საგანმანათლებლო ღირებულებას წარმოადგენს აჭარის ფოლკლორის, ტრადიციების, ყოფა-ცხოვრებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის თვალსაზრისით.













