
2022 წლის 24-31 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა.
საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა. აქტივობების ორგანიზატორი იყო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებათა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ქართულ ენისა და უცხო ენების კათედრები.
კვირეულის მიზანს წარმოადგენდა:
- მოსწავლეები გაცნობოდნენ შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიერ შექმნილი ორგანიზაციის - "ბისეკის" ჩამოყალიბების აუცილებლობასა და მუშაობის პრინციპებს;
- მოემზადებინათ პრეზენტაციებიდა თემატური მოხსენებები შავი ზღვის თემაზე;
- მონაწილეობა მიეღოთ ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებაში.
კვირეულის გეგმა ასეთი იყო:
- 24 ოქტომბერი - კვირეულის გახსნა. პრეზენტაცია ბისეკი-ს და შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შესახებ, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ეთერ შავაძე;
- 25 ოქტომბერი- შავი ზღვა და მისი ეკოლოგიური პრობლემა - გეოგრაფიის პედაგოგი ეკატერინე სირაბიძე;
- 27 ოქტომბერი - მოსწავლეების მიერ მომზადებული მოხსენებების და პრეზენტაციების მოსმენა. ინგლისურის მასწავლებელი პედაგოგი ია ვერულიძე;
- 27 ოქტომბერი - მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია - საინტერესო ფაქტები -შავი ზღვა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მზევინარ წულუკიძე
- 31 ოქტომბერი კვირეულის დახურვა- სასწავლებლის მოპირდაპირედ ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება












