2025 წლის 1-ელ აგვისტოს, მახინჯაურის საზღვაო სკოლას სამუშაო ვიზიტით ეწვია პროფესიული განათლების ინსტიტუტების ევროპული ასოციაციის (EVBB – European Association of Institutes for Vocational Training) პროექტების კოორდინატორი.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა სკოლის EVBB-ში გაწევრიანების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების კუთხით.
მახინჯაურის საზღვაო სკოლისთვის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული ასოციაციაში გაწევრიანება და EVBB-თან მჭიდრო პარტნიორობა სკოლას გაუხსნის გზას საერთაშორისო ქსელებში ინტეგრაციისკენ, განავითარებს კავშირებს უცხოელ პარტნიორებთან და უზრუნველყოფს მონაწილეობას ევროკავშირის პროფესიული განათლების პროექტებში.
ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც პროფესიული სტუდენტების, ასევე სკოლის პერსონალისათვის ახალი საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების შექმნას, რაც საბოლოო ჯამში დაეხმარება სკოლის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.












