2025 წლის 27 ივლისს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობის“ პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკის ფარგლებში, ეწვივნენ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჰიდროდენერგეტიკულ ობიექტს — ენგურის ჰიდროელექტროსადგურს (ენგურჰესს).
ვიზიტი მოიცავდა ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დისკური ჩამკეტების გვირაბში არსებულ ინფრასტრუქტურასთან გაცნობას. პროფესიული სტუდენტები დეტალურად გაეცნენ კაშხლის ოპერირებისა და მართვის ტექნიკურ ასპექტებს, დაკვირვების უახლეს ხელსაწყოებსა და უსაფრთხოების სისტემებს.
სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკის მთავარი მიზანია პროფესიული სტუდენტების კომპეტენციების გაღრმავება რეალურ სამუშაო გარემოში, რაც მათ საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა დააკავშირონ პრაქტიკასთან და გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
სასწავლო ვიზიტს უძღვებოდნენ „ელექტროობის“ პროგრამის ხელმძღვანელი, ლევან გობაძე და თანახელმძღვანელი, ნანა ხალვაში.












