2025 წლის 8 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მე-10 კლასში,ხელოვნების საგანში განხორციელდა პროექტი "არატრადიციული მასალები და ტექნოლოგიები თანამედროვე ხელოვნებაში". პროექტის დასკვნითი საველე აქტივობა "მინიატურულ საქართველოში" ჩატარდა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული არქიტექტურისძეგლების მაკეტები. დააკვირდნენ მასალათა წარმოშობას და ვიზუალს, ქვაში ნაკვეთი ვარძიიდა თანამედროვე- "საქართველოს ბანკის" შენობის მაგალითზე.
ერთ სივრცეში თავმოყრილი ქართული არქიტექტურის შედევრებმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გაიაზრეს სამშენებლო მასალების სიმრავლე და სილამაზე, ტრადიციული და არატრადიციული მასალების სუსტი მხარეები და პრიორიტეტები.












