2024 წლსი 28-31 ოქტომბერს, შპს მახინჯაურის საზღვაო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებათა კათედრის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი "შავი ზღვის კვირეული" ჩატარდა, კვირეულში მონაწილეობდნენ: საზოგადოებრივი მეცნიერებების, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა კათედრა, ასევე აქტიურად ჩაერთნენ კლასის ხელმძღვანელები.
კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებმა ჩაატარეს საჯარო ლექციები შავი ზღვის ისტორიული და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. გარდა ამისა, განხორციელდა გასვლითი ღონისძიება შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც მოსწავლეებმა სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.












