
2024 წლის 9 მარტს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტები და თანამშრომლები წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენას დაეწრნენ.ღონისძიების ფარგლებში ლიცეუმის ბიბლიოთეკამ სტუდენტების სურვილების გათვალისწინებით შეიძინა ახალი გამოცემები, რაც გაამდიდრებს ბიბლიოთეკის ფონდს.ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა სპორტის სასახლეში. საგამოფენო სივრცეში 35-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლებიც. დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ საშუალება, სასწავლო პროგრამების, გრანტების, სტიპენდიების და სტაჟირებების შესახებ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.












