
2024 წლის იანვარში ჩატარდა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის 2023 წლის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის მოდულის გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკული კომპონენტის დადასტურება.
აქტივობა განახორციელეს საგანმანათლებლო დაწესებულების დარგობრივი მოდულების პროფესიული განათლების მასწავლებლებმა.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა საგემბანე და გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროგრამის პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის შედეგის
,,შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის წესების დაცვა სიმაღლეზე ასვლა, ტვირთის აწევა, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხანძართან ბრძოლა“ სიმულაციურ გარემოში დადასტურება.












