
2023 წლის 21 დეკემბერს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის X/XI კლასის მოსწავლეებისთვის „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ღია კარის დღე მოეწყო.
ბათუმის წყლის ლაბორატორიას მოსწავლეები სასკოლო პროექტის"მწვანე მომავალი"ფარგლებში სტუმრობდნენ.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის ხელმძღვანელის, სოფიო ნემსაძის ინიციატივით და XI-ა,ბ კლასების ხელმძღვანელის, გიული ბერიძის ორგანიზებით დაიგეგმა და განხორციელდა.
შეხვედრის ფარგლებში, ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს წყლის დამუშავების შესახებ და ისაუბრეს ლაბორატორიული შემოწმების მეთოდებზე.












