საბაზო პროფესიული საგანმანათლებო პროგრამა - ელექტროობა
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება დაბალი ძაბვის ელექტროობაში.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; შენობის ელექტრიკოსად; მომმარაგებელ-ელექტრიკოსად; ელექტრო-მექანიკოსად; ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემების მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟედ; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ; ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟედ; და მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟედ.
მისანიჭებელი კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
•გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება;
•გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები;
•დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში;
•მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით;
•გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები;
•წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;
•შექმნას და წარადგინოს პროექტი.
სწავლის ხანგრძლივობა: 10 თვე













