ახალი ამბები
გაკვეთილი თემაზე: “იოანე საბანისძის აბოს წამება” 30.11.2023

2023 წლის 30 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: “იოანე საბანისძის აბოს წამება”.
გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებმა აღიქვან ტექსტის მთავარი სათქმელი, თავისუფლად და დამოუკიდებლად შეასრულონ დავალებები, რაც უშუალოდ მოიცავს ჰაგიოგრაფიულ ცოდნას, ასევე მოახერხონ ტექსტის მიმართ საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება.
მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი
გაკვეთილი თემაზე: "რა მნიშვნელოვანი მოვლენებით ხასიათდება ჯვაროსნული ეპოქა" 29.11.2023

2023 წლის 29 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: "რა მნიშვნელოვანი მოვლენებით ხასიათდება ჯვაროსნული ეპოქა".
გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის წყაროზე დაყრდნობით ეპოქის მახასიათებლების წარმოჩენა, ძალაუფლების ფენომენთან დაკავშირებული მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზება და საკვანძო მნიშვნელობის ისტორიულ-გეოგრაფიული სივრცის დახასიათება.
სტუდენტების ვიზიტი რელიგიის მუზეუმში 28.11.2023

2023 წლის 28 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეებისთვის/ პროფესიული სტუდენტებესთვის მოეწყო აქტივობა „ რელიგიის მუზეუმში“.
ლიცეუმის მოსწავლეებმა/პროფესიულმა სტუდენტებმა „ რელიგიის მუზეუმში“ მოისმინეს ინფორმაცია ნაოსნობის განვითარებასა და ბათუმის დაარსებაზე. გაეცნენ მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხატებს, წმინდა ნივთებს, ასევე მოისმინეს თითოეული ექსპონატის შესახებ ინფორმაცია.
მასწავლებელთა VII რეგიონულ კონფერენცია 25.11.2023

2023 წლის 25 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პედაგოგი, ეთერ შავაძე მონაწილეობდა
მასწავლებელთა VII რეგიონულ კონფერენციაში.
ღონისძიება გაიმართა აჭარის განათლების, კულტურის და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ბათუმის მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით.














