ახალი ამბები
ბიბლიოთეკის გაცნობითი შეხვედრა
2026 წლის 28 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ინტეგრირებული პროგრამის მოსწავლეებისთვის გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებს გააცნეს ბიბლიოთეკის სივრცე, არსებული რესურსები და მათთვის ხელმისაწვდომი საბიბლიოთეკო სერვისები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების, სასწავლო რესურსების მოძიებისა და გამოყენების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის
საჯარო ლექცია: სოხუმი - ტკივილი, მეხსიერება და უტეხი სული
მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026
მახინჯაურის საზღვაო სკოლამ მონაწილეობა მიიღო მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში, რომელსაც 16 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით გაიმართა.
ფესტივალის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების
Britannica Academic-ის ბაზაზე უფასო წვდომა
მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ორი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლონ Britannica Academic-ის ციფრული საგანმანათლებლო და აკადემიური რესურსებით.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ ისე, როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ
ღია კარის დღე პროფესიული სტუდენტებისთვის 2026
2026 წლის 10 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში, 2026 წლის გაზაფხულის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს შეხვდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის, ადმინისტრაციული პერსონალისა და დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სწავლის პროცესის შესახებ, დეტალურად გაეცნენ სასწავლო













