ახალი ამბები
ტრენინგი მასწავლებლებისთვის
2025 წლის 14 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელიც განათლების ექსპერტმა, ნინო ფეტვიაშვილმა ჩაატარა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა შეფასების მიზნების, სახეებისა და პრინციპების გაანალიზებას, განსაკუთრებით მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების კონტექსტში. მონაწილეებმა განიხილეს ეფექტური უკუკავშირის მახასიათებლები.
ტრენინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა შემაჯამებელი და შემოქმედებითი ტიპის დავალებების შეფასების
საჯარო ლექცია: მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვე და გლობალური გამოწვევები
2025 წლის 9 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის XI კლასის მოსწავლეებისთვის, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვე და გლობალური გამოწვევები“. ლექცია სკოლის მასწავლებელმა, სოფიო ნემსაძემ ჩაატარა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის განაწილებისა და დემოგრაფიული პროცესების გაცნობა, მიზეზებისა და შედეგების გააზრება.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გლობალური გამოწვევების თემაზე მათი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა
მახინჯაურის საზღვაო სკოლის პედაგოგის დაჯილდოება
2025 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის რეგიონში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოებულ პედაგოგებსშორისაა მახინჯაურის საზღვაო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, მარინა აბულაძე.
ქალბატონი მარინა ჩვენი სკოლის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ის სკოლაში დაფუძნების დღიდან მუშაობს და უკვე 25 წელია უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს მომავალი მეზღვაურების აღზრდის საქმეში.
გულწრფელად ვულოცავთ ქალბატონ ამ
მახინჯაურის საზღვაო სკოლა EVBB EU Policy Camp 2025-ზე
2025 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, მახინჯაურის საზღვაო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო EVBB EU Policy Camp 2025-ში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.
ღონისძიების ცენტრალური თემა იყო „Open Schooling and Inclusion in VET“. ბანაკმა ევროპულ სივრცეში გააერთიანა პროფესიული განათლების სფეროს ექსპერტები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და პრაქტიკოსები.
ღონისძიების













