
2023 წლის 7 დეკემვერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეებს/პროფესიულ სტუდენტებს
უმასპინძლეს აჭარის(არ)მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში.
შეხვედრა დაგეგმა სამეცნიერო ტექნიკური შემოქმედების განყოფილებისა და გემთ-სამოდელო კლუბის წარმომდგენლებმა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პროფესიულმა სტუდენტებმა მოინახულეს სახელოსნო, სადაც დაათვალიერეს გემების მაკეტები. შეხვედრის დასასრულს კი ლიცეუმის სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ წიგნი, რომელიც მოიცავს აჭარის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ისტორიას.













