
2023 წლის 30 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: “იოანე საბანისძის აბოს წამება”.
გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებმა აღიქვან ტექსტის მთავარი სათქმელი, თავისუფლად და დამოუკიდებლად შეასრულონ დავალებები, რაც უშუალოდ მოიცავს ჰაგიოგრაფიულ ცოდნას, ასევე მოახერხონ ტექსტის მიმართ საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება.
მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი პოზიცია.













