
2023 წლის 15 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის X-XI კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ვოდევილის ჟანრის სპეკტაკლს: “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ".
ვიზიტი დაიგეგმა სოფო შოშიაშვილისა და მაია ასათიანის ორგანიზებით, ასევე კლასის ხელმძღვანელების მხარდაჭერით.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების: მე-20 საუკუნის მუსიკის, მოქალაქის სოციალური სტატუსისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებისა და პრევენციების გაცნობას.













