
2023 წლის 13 ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსაწავლეები, სასკოლო პროექტ “მწვანე მომავლის” ფარგლებში იმყოფებოდნენ მტირალას ეროვნულ პარკში, სადაც გაიმართა შეხვერდა პარკის ადმინისტრაციასთან.
შეხვედრის მიზანი იყო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეებში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიო დასუფთავების დღე.
ლექციას უძღვებოდა ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი, ნინო ფუტკარაძე და ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი ნერიმან აშლარბა.













