მწერალი დავით ტურაშვილის სტუმრობა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში 28.09.2023
2023 წლის 28 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმს მწერალი დავით ტურაშვილი სტუმრობდა.
მწერალმა ლიცეუმის სტუდენტებთან ერთად განიხილა მისი ავტორობით გამოცემული წიგნი "ხალდე-ლაჰილ". სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მწერლისთვის კითხვები დაესვათ.
ამასთანავე მოხდა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული ახალი მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო. ღონისძიების ორგანიზატორი ლიცეუმის ბიბლიოთეკა და გამომცემლობა „ინტელექტი“ იყო.