
2023 წლის 18 ივლისს, ბათუმში ბიბლუსის ლიტერატურული ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი კეკელიძემ საკუთარი წიგნის, „ ხვიჩა ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ მკითხველებს წარუდგინა.
ავტორმა მოკლედ გადმოსცა წიგნის შინაარსი და წარმოაჩინა, რაოდენ დიდია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის– ხვიჩა კვარაცხელიას სახელი მსოფლიო სპორტში.
„ ეს ნაწარმოები საქართველოზეცაა– მცირე მოგზაურობაა წარსულში, სადაც უხილავი მეგზური ხვიჩა კვარაცხელია იქნება“.– წერს გიორგი კეკელიძე.













