
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის წარმომადგენლებმა თარიღი სიმბოლურად აღნიშნეს. ისინი ესტუმრნენ საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ და ბენეფიციარებს ტკბილეული გადასცეს.
ღონისძიება დაგეგმილი იყო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.
ბავშვთა დაცვის დღეს 1 ივნისს მსოფლიოში 1950 წლიდან აღნიშნავენ.
გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები.













