
2023 წლის 31 მაისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტები სტუმრობდნენ აჭარაში მოქმედ რეგიონულ მაუწყებელს, TV 25-ს. სტუდენტებმა დაათვალიერეს ტელევიზია, გაეცნენ ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.
სტუდენტების კითხვებს პასუხობდა TV25-ის ჟურნალისტი, ნინია მესხიძე.
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა როლი აქვს მედიას მეზღვაურის პროფესიაში, როგორ უწყობს ხელს ტელევიზია ქალი-მეზღვაურების მხარდაჭერას ან რა როლი აქვს ამბების სწორად გაშუქებას მეკობრეობის მიმართულებით. საინფორმაციო ტური ორგანიზებული იყო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.













