
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
შეხვედრას მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ია ვერულიძე დაესწრო.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.













