შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრმა, გეოგრაფიის მასწავლებელმა, ეკატერინე სირაბიძემ, დაგეგმა და ჩაატარა გრძელვადიანი პროექტის - ,,მდგრადი განვითარების“ ფარგლებში მეხუთე გაკვეთილი. გაკვეთილის მიზანი იყო: ,,დავადგინოთ რამდენად იციან მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა კლიმატის ცვლილების შედეგად მოსალოდნელი საფრთხეები“. გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე მე-10 და მე-11 კლასის/ჯგუფის მოსწავლეებმა/პროფესიულმა სტუდენტებმა შეადგინეს კვლევა ელექტრონული ფორმით. კვლევა გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში. მსურველებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში, ერთი კვირის შემდეგ კი განიხილეს და შეაჯამეს კვლევის შედეგები.













