2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების – „საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია“, „გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია“ და „ელექტროობა“ – პროფესიული სტუდენტებისთვის ორდღიანი გაცნობითი-სასწავლო ექსკურსია გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ჟინვალჰესს ეწვივნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს, თანამედროვე სადამკვირვებლო ხელსაწყოებსა და კაშხლის ოპერირების ტექნიკურ საკითხებს.
პროფესიულმა სტუდენტებმა ასევე მოინახულეს საქართველოს ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები: ანანურის ციხე, გუდაურის პანორამა, ჯვრის უღელტეხილი, დარიალის ხეობა, სოფელი სნო, გერგეთის სამება და მცხეთა.
ექსკურსიის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება, შესაბამისი დარგების ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა, ასევე სტუდენტთა პროფესიული და ზოგადი კომპეტენციების განვითარებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა.













