2026 წლის 23 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში ჩატარდა კვირეული თემაზე – „წყალი - სიცოცხლეა“, რომელიც მიეძღვნა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს.
კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა, მათ შორის პრეზენტაცია-გაკვეთილი თემაზე „წყალი – სიცოცხლის წყაროა“, ვიქტორინა „წყლის საიდუმლო“ და პრეზენტაცია წყლის ზომიერი მოხმარებისა და ხარისხის გაუმჯობესების შესახებ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცოდნის გაღრმავება, გარემოს დაცვის უნარ-ჩვევების განვითარება და ცნობიერების ამაღლება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა შემოქმედებითი და დაკვირვების უნარების განვითარებას.













