ვებინარი - ERASMUS+ შესაძლებლობები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
2026 წლის 26 მარტს, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის საქართველოში ორგანიზებით ჩატარდა ვებინარების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინფორმირებასა და მხარდაჭერას. ვებინარებს ესწრებოდა მახინჯაურის საზღვაო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გაბედავა.
აღნიშნული ვებინარები განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გეგმავენ Erasmus+ პროგრამაში ჩართვას და განაცხადის მომზადებას.
ვებინარების მთავარი თემატიკა: ახალბედა VET ორგანიზაციების მხარდაჭერა - Erasmus+ პროგრამის არსი, მიზნები და პრიორიტეტები; პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და რესურსების გამოყენება – საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და პროგრამის შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების გზები.













