2026 წლის 24 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მეზღვაურის ეთიკური ღირებულებები და პროფესიული პასუხისმგებლობა ზღვაში“.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა მეზღვაურის პროფესიულ ეთიკას, პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, დისციპლინისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას საზღვაო საქმიანობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნული კომპონენტების მნიშვნელობას პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვაში. შეხვედრის დასასრულს კითხვა-პასუხის ფორმატში განხორციელდა თემის ძირითადი საკითხების გაანალიზება და შეჯამება.
კლასის საათი ჩაატარა კლასის ხელმძღვანელმა/კურატორმა, გიული ბერიძემ.













