2026 წლის 4 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანს წარმოადგენდა დედის განსაკუთრებული როლის ხაზგასმა ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის ცხოვრებაში.
ღონისძიება მოიცავდა მხატვრულ-ლიტერატურულ კომპოზიციებს, მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ლექსებს ინგლისურ და რუსულ ენებზე და დედისადმი მიძღვნილ წერილებს.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დედის დღის მნიშვნელობა, როგორც მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვის მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული პრაქტიკა.
აღნიშნული ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა კათედრის ორგანიზებითა და XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა.













