მახინჯაურის საზღვაო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელის, ქალბატონი სოფიო ნემსაძის, და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელის, ქალბატონი მარინა აბულაძის ორგანიზებით, სკოლაში წარმატებით ჩატარდა ბიომრავალფეროვნების კვირეული.
კვირეული მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრებას და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს თემატური ნახატები, რომლებიც ბუნების სილამაზესა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ასახავდა.
კვირეულის ფარგლებში, 29 მაისს გაიმართა შემეცნებითი ლექცია თემაზე „ბიომრავალფეროვნება – სიცოცხლის მრავალფეროვნება“, ხოლო განსაკუთრებული ინტერესით ჩაიარა ვიქტორინამ „დედამიწა ჩემი სახლია“. ვიქტორინაში გამარჯვებული გუნდის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
კვირეული შეაჯამა სასწავლო პროცესის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მზევინარ ძირკვაძემ, ხოლო ვიქტორინაში შეფასება განახორციელა ხარისხის მართვის სპეციალისტმა, ქალბატონმა ია ვერულიძემ.













