2025 წლის 29 იანვარს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები ბათუმის ციფრულ სივრცეს ეწვივნენ და ციფრულ გამოფენას - „ხელოვნების ეპოქა“ დაესწრნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სალვადორ დალის, გუსტავ კლიმტის, რენე მაგრიტის, ფრიდა კალოს, სანდრო ბოტიჩელის ციფრული ნახატები ვიზუალური და აუდიო ეფექტებით.
პროგრამის ბოლოს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი და შინდისის გმირებისადმი მიძღვნილი ქართული ფილმის „კრწანისის ყაყაჩოები“ ჩვენება გაიმართა.
ვიზიტი ქართული ენის მასწავლებლის, ანჟელა ჯაყელის ორგანიზებით ჩატარდა.













