
2024 წლის 18 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები.
ლექციას უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, მზია ხახუტაიშვილი, რომელმაც არაოფიციალური ქართული დედაბრული ხელნაწერები მიმოიხილა და მისი ჩამოყალიბების მიზეზებზე ისაუბრა.
ლექციას ლიცეუმის მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. ლექციის ბოლოს დისკუსია გაიმართა.













